Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოფიციალური


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება.
დღეს იგი იაპონიის პრემიერ მინისტრს, შინზო აბეს შეხვდა. დღევანდელი შეხვედრის შედეგად, მალე საქართველოში იაპონიის საელჩო და ძიუდოს ცენტრი გაიხსნება. იაპონიის პრემიერ მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს. საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, თქვა, რომ საქართველო მხარს უჭერს იაპონიის სწრაფვას გახდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. იუწყებიან, რომ მხარეები ასევე საქართველოში იაპონური ინვესტიციების გაზრდასა და იაპონიის ბანკების მიერ კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე შეთანხმდნენ. პარასკევს მიხეილ სააკაშვილი იაპონიის იმპერატორთან გამართავს შეხვედრას. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იაპონიაში 11 მარტს დასრულდება.
XS
SM
MD
LG