Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადი შაბათს უმასპინძლებს უსაფრთხოების საკითხებისადმი


ბაღდადი შაბათს უმასპინძლებს უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას,

ბაღდადი შაბათს უმასპინძლებს უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას,
რომელშიც ერაყის მეზობელი ქვეყნებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის მიზანია ერაყში სტაბილიზაციისაკენ მიმართული გეგმის შემუშავება, რელიგიურ ჯგუფებს შორის ამჟამინდელი დაპირისპირების - სრულმასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაზრდის თავიდან აცილება. ერაყში ომის დაწყებიდან პირველად, მოლაპარაკების მაგიდას ერთად მიუსხდებიან სირია, ირანი და აშშ. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკის მხარე ღიაა დისკუსიებისთვის ამ ორივე ქვეყნის წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG