Accessibility links

logo-print

ქართული სამშვიდობო კონტინგენტი ერაყში 2000


ქართული სამშვიდობო კონტინგენტი ერაყში 2000 სამხედრო მოსამსახურემდე გაიზრდება, 100 ჯარისკაცს კი ავღანეთში გააგზავნიან.

ქართული სამშვიდობო კონტინგენტი ერაყში 2000 სამხედრო მოსამსახურემდე გაიზრდება, 100 ჯარისკაცს კი ავღანეთში გააგზავნიან.
ამჟამად ერაყშია განთავსებული საქართველოს წარმომადგენელი 850 სამხედრო მოსამსახურე. ცნობა, რომ ქართველების რიცხვი ორიათასამდე გაიზრდება, დაადასტურა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამ საკითხს იაპონიაში ვიზიტისას შეეხო: "2000-მდე ჩვენ მზად ვართ გავზარდოთ ჩვენი ყოფნა ბაღდადში, დავეხმაროთ იმაში, რომ ბაღდადში დამყარდეს წესრიგი. და ეს დაახლოებით უნდა გაგრძელდეს ერთი წლის განმავლობაში". იქვე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დასძინა, რომ ქართული მხარე მზადაა ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილეობისთვისაც - ჯერ 100 კაცის გასაგზავნად, მაგრამ წლის ბოლომდე, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა 200-მდე გაიზარდოს ქართველი ჯარისკაცების რიცხვი ავღანეთში. დღეს საქართველოს პრეზიდენტი და მისი მეუღლე იაპონიის იმპერატორმა და მისმა მეუღლემ მიიღეს საიმპერატორო სასახლეში.
XS
SM
MD
LG