Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ინვალიდობის ჯგუფის დამდგენი


საქართველოში ინვალიდობის ჯგუფის დამდგენი

საქართველოში ინვალიდობის ჯგუფის დამდგენი
ყველა სამედიცინო ბიურო გაუქმდა. ახალი ამბების სააგენტო ”პრაიმ-ნიუსის” ცნობით, ამის შესახებ შაბათს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით მესხიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბიუროების გაუქმების მიზეზი დაწესებულებებში არსებული კორუფცია გახდა. კონკრეტული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, საქმე სასამართლომდეც მივიდეს. ”პრაიმ-ნიუსი” მესხიშვილის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ
ბიუროების გაუქმების პარალელურად გამარტივდა ინვალიდობის მინიჭების პროცედურა - ავადმყოფი კუთვნილი ინვალიდობის ჯგუფის დამადასტურებელ საბუთს ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. ამ პროცესს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური სამსახური გააკონტროლებს.
XS
SM
MD
LG