Accessibility links

logo-print

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოშიარ


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოშიარ ზებარი, აცხადებს, რომ ბაღდადში

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოშიარ ზებარი, აცხადებს, რომ ბაღდადში
გამართული კონფერენცია, რომელიც ერაყში უსაფრთხოების გაზრდის გზების ძიებას მიეძღვნა, დადებითი შედეგებით დასრულდა. კონფერენციას ესწრებოდნენ წარმომადგენლები გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნიდან, და ერაყის მოსაზღვრე ქვეყნებიდან. ჰოშიარ ზებარიმ შეხვედრა დაახასიათა, როგორც კონსტრუქციული და დადებითი: [ზებარის ხმა]: ”შეხვედრაზე განხილული ყველა საკითხი პირდაპირ უკავშირდებოდა ერაყში სტაბილურობას და უსაფრთხოებას. შეხვედრაზე სხვა არანაირი პოლიტიკური მიზნები არ გამოთქმულა”. ზებარის თქმით, დელეგატები შეთანხმდნენ, რომ ასეთი შეხვედრა კიდევ უნდა გაიმართოს.
ერაყში შეერთებული შტატების ელჩის, ზალმაი ხალილზადის თქმით, კონფერენციაზე ამერიკელმა და ირანელმა დიპლომატებმა ერაყის უსაფრთხოების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკება გამართეს.
XS
SM
MD
LG