Accessibility links

პოპ-მუსიკის ვარსკვლავი, მაიკლ ჯეკსონი, იაპონიაში


პოპ-მუსიკის ვარსკვლავი, მაიკლ ჯეკსონი, იაპონიაში, ტოკიოსგან სამხრეთით,

პოპ-მუსიკის ვარსკვლავი, მაიკლ ჯეკსონი, იაპონიაში, ტოკიოსგან სამხრეთით,
შეერთებული შტატების სამხედრო ბაზას ესტუმრა და ათასობით ამერიკელი ჯარისკაცის. და მათი ოჯახის წევრების წინაშე წარსდგა. პოპ-ვარსკვლავთან შესახვედრად დაახლოებით 3,000ი ჯარისკაცი ოჯახებით მივიდა. ჯეკსონმა ბევრ ჯარისკაცს ხელი ჩამოართვა, და მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის. კომერციული თვალსაზრისით, მაიკლ ჯეკსონი - რომელიც 48 წლის არის - ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკოსია. რამდენიმე წლის წინ ის სკანდალში გაეხვა - ეჭვმიტანილი იყო ბავშვებთან სექსუალური კავშირის დამყარებაში. 2005 წელს ჯეკსონს სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა. სასამართლო პროცესის შემდეგ, პოპ-ვარსკვლავი შეერთებულ შტატებში თითქმის აღარ ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG