Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმანი ექსტრემისტების ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ


მუსლიმანი ექსტრემისტების ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ "ალ-ყაიდის" მოკავშირეა,

მუსლიმანი ექსტრემისტების ჯგუფი, რომელიც, სავარაუდოდ "ალ-ყაიდის" მოკავშირეა,
დაიმუქრა გერმანიასა და ავსტრიაზე თავდასხმებით, თუ ისინი ავღანეთიდან ჯარისკაცებს არ გაიყვანენ. ორგანიზაციამ სახელწოდებით “ხალიფატის ხმა” ეს მუქარა გამოთქვა ვიდეო-განცხადებით, რომელიც ინტერნეტით გაავრცელა. ის მოჰყვა ასევე ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელზეც ასახულია ერაყელი ექსტრემისტების მიერ შეპყრობილი ორი გერმანელი. გამტაცებლები მძევლების მოკვლით იმუქრებიან, თუ გერმანია 10 დღეში არ გაიყვანს ჯარსიკაცებს ავღანეთიდან. ამჟამად ავღანეთში 2800-მდე გერმანელი ჯარისკაცია განთავსებული გაეროს მანდატით, ნატოს ჯარების შემადგენლობაში. რაც შეეხება ავსტრიას, რომელსაც ასევე ემუქრება ესქტრემისტული ჯგუფი, ავღანეთში სულ 5 ავსტრიელი სამხედრო მოსამსახურეა.
XS
SM
MD
LG