Accessibility links

logo-print

ირაკლი ალასანიას ბრიფინგი ნიუ იორკში


კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამშაბათს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში,

ბრიფინგი გამართა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი ალასანიამ.

"საქართველო გმობს მომხდარს და, მისი შეფასებით, ეს არის სერიოზული მცდელობა სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის პროცესის შეფერხებისა, ზემო აფხაზეთში უკანასკნელი პერიოდის დადებითი პროცესების გაუფასურებისა. სრულიად აშკარაა, რომ გარკვეული ძალები ასეთ პროვოკაციებს გამოიყენებენ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისთვის, რაც საფრთხეს უქმნის მყიფე სტაბილურობას და იმისთვის, რათა ხელი შეუშალონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ნებიმიერ წინსვლას. როგორიცაა, კერძოდ, 2007 წლის თებერვალში ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეების კვლავ ჩართვა," განაცხადა ალასანიამ.

ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ საქართველომ ზემო აფხაზეთში მომხდარი ინციდენტის შესახებ მოახსენა გაეროს გენერალურ მდივანს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ინციდენტთან დაკავშირებით ესაუბრა თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს.

ბრიფინგზე ალასანიამ ახსენა, რომ ოთხმხრივი კომისია იძიებს კოდორის ხეობაში მომხდარ ინციდენტს და რომ საქართველო გამოძიების დასრულებისთანავე აცნობებს მისი შედეგების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას.

"საქართველოს მხარე არ დაუშვებს, რომ ამ პროვოკაციაში იქნეს ჩათრეული და ერთგული რჩება სამშვიდობო პროცესის. თუმცა, კარგად გვესმის, რომ ასეთი პროვოკაციების გამეორების ალბათობა დიდია," თქვა ირაკლი ალასანიამ ნიუ ორკში გამართულ ბრიფინგზე.
XS
SM
MD
LG