Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ისევ


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ისევ გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ისევ გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება
გაეროს მუქარისადმი, რომ გაამკაცრებს ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს და განმეორებით აღნიშნა, რომ ირანი არ აპირებს თავის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას. ცენტრალური ირანის პროვინცია იაზდში მიტინგზე გამოსვლისას აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ დასავლეთის მუქარის შედეგი მარტო ის არის, რომ დასავლეთი ირანელ ხალხთან გაუცხოებულია და რომ იზოლირებულია დასავლეთი და არა ირანი. დღესვე გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა და გერმანიამ უშიშროების საბჭოს უნდა წარუდგინონ რეზოლუციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების გამკაცრებას ირანის წინააღმდეგ, რახან მან უარი თქვა ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე.
XS
SM
MD
LG