Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, ალიანსი "მომავალ


ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, ალიანსი "მომავალ კვირებში" დაიწყებს მოლაპარაკებას

ნატოს პრეს-მდივნის განცხადებით, ალიანსი "მომავალ კვირებში" დაიწყებს მოლაპარაკებას
ევროპისთვის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემაზე. ამასთან, პრეს-მდივან ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატოს არ სურს ჩარევა აშშ-ის ამჟამინდელ გეგმაში, რომელიც ითვალისწინებს პოლონეთსა და ჩეხეთში ანისტრაკეტო სისტემის განთავსებას. [აპატურაის ხმა] “ამოცანა, ნატოს თვალთახედვით, არის არა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ორმხრივ დისკუსიებში ჩარევა, ან მათი შენელება. ამოცანაა, ჯერ ერთი, მოკავშირეების ერთიანი პოზიციის შემუშავება და მეორე - იმის გარკვევა, როგორ შეიძლება ამ ინიციატივის შევსება”. აპატურაის განმარტებით, ნატოს სურს, ალიანსის ყველა წევრი უზრუნველყოს დაცვის ერთნაირი ხარისხით.
XS
SM
MD
LG