Accessibility links

logo-print

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამედ


გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამედ ელ ბარადეის განცხადებით,

გაეროს ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამედ ელ ბარადეის განცხადებით,
მას ჩრდილოეთ კორეელმა ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, რომ აპირებენ ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამ საკითხზე ელ-ბარადეიმ დღეს პეკინში ისაუბრა, ჩრდილოეთ კორეაში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ. [ელ ბარადეის ხმა] “ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა ასევე, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი 13 თებერვლის შეთანხმების დაცვა, რომ მზად არის გაეროს ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობისთვის, რათა მეთვალყურეობა გავუწიოთ და შევამოწმოთ იონგბიონის საწარმოს დახურვა - პლუტონიუმის საწარმოს დახურვის ჩათვლით”. თებერვალში მიღწეული შეთანხმებით, ჩრდილოეთმა კორეამ ივალდებულა ბირთვული პროგრამის დემონტაჟი, რაც ითვალისწინებს იანგბიონის რეაქტორის დახურვასაც - ენერგეტიკისა და სხვა სეფროებში დახმარების მიღების სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG