Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება,

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება,
დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა. მათ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე იმსჯელეს. სწორედ გერმანიის მთავრობასთან მართავს ქართული მხარე მოლაპარაკებას იმაზე, თუ ავღანეთის რომელ ნაწილში უნდა იმსახურონ სამშვიდობო ოპერაციების მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა. წინასწარი ინფორმაციით, ეს შესაძლოა მაზარ-ი-შარიფის პროვინცია იყოს. პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელის თქმით, მხარეებმა საქართველოში კონფლიქტების მოგვარების საკითხებზეც იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა წელს, 9 მარტს განაცხადა, რომ საქართველო ამ ეტაპზე 100 სამხედროს გააგზავნის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG