Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშით


საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას გასული წლის მიღწევებზე და პრობლემებზე, აგრეთვე მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლისას გასული წლის მიღწევებზე და პრობლემებზე, აგრეთვე მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა წარმატებებზე ეკონომიკის სფეროში, რომელთაც საქართველომ გასული წლის მანძილზე მიაღწია რუსეთის ეკონომიკური ბლოკადის მიუხედავად. პრეზიდენტი შეეხო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში მიმდინარე ცვლილებებს, ხოლო საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებზე საუბრისას ყურადღება ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობაზე გაამახვილა. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები არ გამართულა, რასაც უარყოფითად აფასებენ ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციები.
XS
SM
MD
LG