Accessibility links

logo-print

გაეროში ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, უშიშროების


გაეროში ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა ქვეყანამ და გერმანიამ მიაღწიეს

გაეროში ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა ქვეყანამ და გერმანიამ მიაღწიეს
შეთანხმებას რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს მისი ბირთვული პროგრამის გამო. ბრიტანეთის ელჩის, ემირ ჯოუნს პერის განცხადებით, რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცეს. საინფორმაციო სააგენტო როიტერის ცნობით, მას ხელთ აქვს პროექტის ტექსტის ასლი, რომელშიც ლაპარაკია ირანიდან იარაღის ექსპორტის აკრძალვაზე, აგრეთვე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული კერძო და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვაზე.
XS
SM
MD
LG