Accessibility links

ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალმა


ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალმა დევიდ პეტრეუსმა თქვა,

ერაყში შეერთებული შტატების ჯარების სარდალმა დევიდ პეტრეუსმა თქვა,
რომ ამერიკის ჯარების ახალი ტაქტიკის შესახებ დასკვნების გამოტანა ზაფხულამდე არ იქნება შესაძლებელი. პეტრეუსმა იმედი გამოთქვა, რომ ბაღდადში ვითარების სტაბილიზაცია დაიწყება უშიშროების ახალი მკაცრი ზომებისა და შეერთებული შტატების ახალი ჯარების ჩასვლის წყალობით. ერაყში დამატებით 25 ათასი ჯარისკაცი ჩავიდა. უკანასკნელი დღე-ღამი მანძილზე ერაყში დაიღუპა ამერიკის რვა სამხედრო მოსამსახურე და სულ ცოტა 11 ადგილობრივი მცხოვრები. ერაყის ხელისუფლების ცნობით, ბაღდადში, ერთ-ერთი წამყვანი სუნიტი პოლიტიკოსის, ჯაფერ ალ-ანის ბინის გაჩხრეკისას აღმოჩნდა იარაღის სამალავი. დაკავებულია 7 ადამიანი.
XS
SM
MD
LG