Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ცდილობს


აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ცდილობს

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ცდილობს
შეერთებული შტატების მხარდაჭერა მიიღოს ევროპისკენ მიმავალი ახალი გაზსადენების მშენებლობაში. აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლთა თქმით, ხუთშაბათს ვაშინგტონში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერენ ხელს. აზერბაიჯანის მედიას მოჰყავს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას სიტყვები იმის შესახებ, რომ მემორანდუმში მხარდაჭერა იქნება გამოთქმული კასპიის ზღვის აუზიდან ევროპის ბაზრებისკენ გაზის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ახალი გაზსადენების მშენებლობის მიმართ. ბრაიზას თქმით, გაზსადენების აგება მალე უნდა გადაწყდეს.
XS
SM
MD
LG