Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ იტალიელი


ავღანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ იტალიელი ჟურნალისტი დანიელე მასტროჯაკომო,

ავღანეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ იტალიელი ჟურნალისტი დანიელე მასტროჯაკომო,
რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს ქვეყნის სამხრეთში, რამდენიმე ტყვე თალიბზე გაცვალეს. ავღანეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ქარიმ რაჰიმიმ თქვა, რომ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ შემთხვევასთან და ასეთი პრაქტიკა აღარ განმეორდება. მანამდე საპროტესტო აქცია გაიმართა პროვინცია ჰელმანდში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილოა ტყვეების გაცვლით. "ჩვენ აქ იმასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ, რომ გაათავისუფლეს იტალიელი ჟურნალისტი, მაგრამ არა მისი თანმხლები ორი ავღანელი. ეს ურწმუნო ვიღაც ადამიანებზე გაცვალეს და გაათავისუფლეს. მაგრამ დანარჩენი გატაცებულები გაუჩინარდნენ," განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

XS
SM
MD
LG