Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გარეშე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გარეშე ძალები დაადანაშაულა დსთ-ში რუსეთის მიმართ პროვოკაციებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გარეშე ძალები დაადანაშაულა დსთ-ში რუსეთის მიმართ პროვოკაციებში.
[ლავროვის ხმა] “ბოლო წლებში დსთ-ის სივრცეში მნიშვნელოვნად მომრავლდა არა-რეგიონული ძალები, გაიზარდა არა-რეგიონული ძალების აქტიურობა. მავანი ცდილობს, რუსეთს ამ სივრცეში თავს მოახვიოს მეტოქეობა, ლამის კონფრონტაციაც კი - ამ სიტყვის სრული გაგებით. ჩვენ არ ვაპირებთ, ავყვეთ პროვოკაციებს, ჩვენ ვაგებთ გამჭვირვალე, გასაგებ, გონივრულ ეკონომიკურ გათვლებზე დაფუძნებულ ურთიერთობას დსთ-ს ქვეყნებთან.” სერგეი ლავროვი ამ საკითხს შეეხო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას, რომელშიც აშშ დაადანაშაულა ცივი ომის პერიოდის მეთოდების გამოყენებაში იმისათვის, რომ ევროპელი მოკავშირეები დაიყოლიოს ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების განთავსებაზე. ირანზე საუბრისას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არ მიემხრობა "გადაჭარბებულ სანქციებს" ირანის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოში. ლავროვმა განაცხადა ასევე, რომ მოსკოვი უარყოფს კოსოვოს საკითხზე გაეროს გეგმას, თუ ის უგულებელყოფს სერბიის ინტერესებს.
XS
SM
MD
LG