Accessibility links

logo-print

რუსეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა ტრაგიკული


რუსეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა ტრაგიკული მოვლენების შედეგად ბოლო 4 დღის მანძილზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.

რუსეთში ეროვნული გლოვა გამოცხადდა ტრაგიკული მოვლენების შედეგად ბოლო 4 დღის მანძილზე დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად.
სამშაბათს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება სამი ტრაგიკული მოვლენის საგანგებო გამოძიების შესახებ. [პუტინის ხმა] “რასაკვირველია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ გამოძიება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს და გამოვლინდეს მომხდარი ტრაგედიების მიზეზები, რათა სათანადო დასკვნები გაკეთდეს”, მოითხოვა ვლადიმირ პუტინმა ბოლო დღეების სამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით, მათგან ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა ორშაბათს ციმბირში ქვანახშირის მაღაროში მომხდარ აფეთქებას, რომელმაც 107 მაღაროელის სიცოცხლე შეიწირა. ჯერ კიდევ გრძელდება სამი დაკარგული მაღაროელის ძებნა. სამშაბათს 63 ადამიანი დაიღუპა კრასნოდარის მხარეში, მოხუცებულთა თავშესაფარში ღამით ხანძრის შედეგად. გასულ შაბათს კი ქალაქ სამარის აერპორტში თვითმფრინავის ავარიამ 7 კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. რუსეთის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
XS
SM
MD
LG