Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში არ გამართულა დღეისთვის დაგეგმილი


პეკინში არ გამართულა დღეისთვის დაგეგმილი 6-მხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე,

პეკინში არ გამართულა დღეისთვის დაგეგმილი 6-მხრივი მოლაპარაკება ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე,
რადგან ფხენიანი მის საბანკო ანგარიშზე ჯერ 25 მილიონი დოლარის დაბრუნებას მოითხოვს. ფხენიანი არ აპირებს დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, სანამ არ დაუბრუნდება ეს ფული, რომელიც საბანკო ანგარიშზეა გაყინული აშშ-ის ბრალდების გამო, თითქოს ჩრდილოეთი კორეა ფულის გათეთრებით იყოს დაკავებული. როგორც დღეს განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა ქრისტოფერ ჰილმა: [ჰილის ხმა] “იმედი მაქვს, შევძლებთ გავარკვიოთ, მიაღწიეს თუ არა რაიმე პროგრესს ამ, საბანკო საკითხში, რომელიც (...) ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება, რადგან არ არის დიპლომატიური საკითხი - ეს არის წმინდა საბანკო საკითხი. ასე რომ, ჩრდილოეთმა კორეამ სავსებით გასაგებად განაცხადა, რომ, სანამ არ მიუვა ფული საბანკო ანგარიშზე, არ აპირებს გააგრძელოს მონაწილეობა 6-მხრივ მოლაპარაკებებში”. აშშ-ის წარმომადგენლის განცხადებით, ჯერ არ არის ნათელი, როდის განახლდება 6-მხრივი მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG