Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ


ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ პეკინში წარმოებული

ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამის ირგვლივ პეკინში წარმოებული
ექვსმხრივი მოლაპარაკება მოულოდნელად შეწყდა. ფხენიანის წარმომადგენელს პრესისათვის არ აუხსნია, რა გახდა მის მიერ პეკინის მოულოდნელი დატოვების მიზეზი. მოლპარაკებაზე ჩინეთის წარმომადგენლის თქმით, ექვსი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ახალი შეხვედრა ”პირველივე შესაძლებლობისას” გაიმართება. შეერთებული შტატების წარმომადგენელი, კრისტოფერ ჰილი, ამბობს, რომ დღევანდელი შეფერხების მიუხედავად, ჩრდილოეთი კორეის ატომური პროგრამის შეწყვეტის მიზნით წარმოებული სამუშაო დასახული გეგმის თანახმად ხორციელდება.
XS
SM
MD
LG