Accessibility links

გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია ცხადებს, რომ


გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია ცხადებს, რომ 2025 წლისთვის, მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედს

გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია ცხადებს, რომ 2025 წლისთვის, მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედს
სასმელი წყლის მწვავე დეფიციტი შეექმნება. წყლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გავრცელებულ განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მარგარეტ ჩანი, აცხადებს, რომ სასმელი წყლის, და სანიტარული პირობების დეფიციტის გამო, ყოველწლიურად მსოფლიოში 1 მილიონ 600 ათასი ადამიანი კვდება. გარდაცვლილთა უმრავლესობას 5 წლამდე ბავშვები შეადგენენ. დღევანდელი დღის აღსანიშნავად გამართული მრავალი ღონისძიებიდან ერთ-ერთი სტოკჰოლმის წყლის პრემიის მფლობელის გამოცხადება იქნება. 150 ათასი ამერიკული დოლარისგან შემდგარი პრემია მსოფლიოს წყლის რესურსების დაცვის ან კონსერვაციის დარგში გაიცემა.
XS
SM
MD
LG