Accessibility links

logo-print

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი


საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი გიორგი ხევიაშვილი
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერებს მოუწოდებს სეპარატისტულ რეგიონში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნაზე მოლაპარაკების განახლებისაკენ. ხევიაშვილის განცხადებით, ორი წელია ამ საკითხზე მოლაპარაკება აღარ მიმდინარეობს. საქართველოს მხარის შეფასებით, აფხაზეთის კონლიფქტის პერიოდში ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულია 1763 ადამიანი. განვლილი 10 წლის მანძილზე აფხაზეთის ტერიტორიაზე 165 დაღუპულის ცხედრების აღმოჩენა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადასვენება მოხერხდა.
XS
SM
MD
LG