Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა თეირანში ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენელი


ირანმა თეირანში ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენელი დაიბარა პროტესტის გამოსათქმელად

ირანმა თეირანში ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენელი დაიბარა პროტესტის გამოსათქმელად
იმასთან დაკავშირებით, რასაც მიიჩნევს ირანის ტერიტორიულ წყლებში ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პერსონალის უკანონო შეჭრად. მანამდე, ბრიტანეთმა და აშშ-მა გაავრცელეს ცნობა ირანის მიერ 15 ბრიტანელი მეზღვაურის დაკავების შესახებ - მათი არა ირანის, არამედ ერაყის წყლებში ყოფნისას. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, 15 ბრიტანელი კვლავაც დაკავებულია მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ამასობაში, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მარგარეტ ბეკეტმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მოითხოვს მეზღვაურების დაუყოვნებლივ გამოშვებას და რომ ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს ლონდონში ირანის დიპლომატიურ წარმომადგენელს.
XS
SM
MD
LG