Accessibility links

logo-print

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში პოლიციამ


რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში პოლიციამ დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ

რუსეთში, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში პოლიციამ დღეს ხელისუფლების წინააღმდეგ
გამართული არასანქცირებული მიტინგი დაშალა, და აქციის ათეულობით მონაწილე დააკავა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორების, და აქციაზე მყოფი რეპორტიორების თქმით, აქტივისტები სცემეს, პოლიციის ავტობუსებში შეყარეს და წაიყვანეს. დაკავებულებს შორის არიან გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის აქტივისტი, ვებგვერდის - ”ბესლანის სიმართლის” - მთავარი რედაქტორი, მარინა ლიტვინოვიჩი, რუსულ-ჩეჩნური მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარე, სტანისლავ დმიტრიევსკი, ”წითელი ახალგაზრდობის ავანგარდის” ლიდერი, სერგეი უდალცევი, და სხვები. იუწყებიან, რომ ათეულობით აქტივისტი ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მატარებლებიდან და ავტობუსებიდან აიყვანეს. დღევანდელი აქცია ლიბერალი და მემარცხენე ძალების მიერ ორგანიზებული საპროტესტო მოძრაობის ნაწილი იყო - მოძრაობას ”დისიტენტების მსვლელობას” უწოდებენ.
XS
SM
MD
LG