Accessibility links

logo-print

ირანმა დღეს განაცხადა, რომ ბრიტანელმა


ირანმა დღეს განაცხადა, რომ ბრიტანელმა მეზღვაურებმა, რომლებიც

ირანმა დღეს განაცხადა, რომ ბრიტანელმა მეზღვაურებმა, რომლებიც
ირანის მხარემ პარასკევს, სპარსეთის ყურეში, ირანისა და ერაყის გამყოფ წყლებში დააკავა, აღიარეს, რომ ირანის ტეროტორიულ წყლებში უკანონოდ შევიდნენ. ბრიტანეთი კი აცხადებს, რომ მეზღვაურები ერაყის წყლებში დააკავეს, და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო ”ირნამ” დღეს გაავრცელა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მუჰამედ ალი ჰუსეინის სიტყვები - რომ ბრიტანეთმა უნდა იკისროს პასუხისმგებლობა ქმედებაზე, რომელიც, მისი თქმით, ”საერთაშორისო შეთანხმებებს” ეწინააღმდეგება. ირანის მედიის თანახმად, 15 დაკავებული მეზღვაური დასაკითხად თეირანში გადაიყვანეს, და დაპატიმრებულებს შორის მინიმუმ ერთი ქალია. ამასთან, ირანის მედია იუწყება, რომ დაკავებულთა აღიარებებს მალე საზოგადოებას გააცნობენ.
XS
SM
MD
LG