Accessibility links

logo-print

ირანის მიერ ბრიტანელი ჯარისკაცების დაკავების


ირანის მიერ ბრიტანელი ჯარისკაცების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა

ირანის მიერ ბრიტანელი ჯარისკაცების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა
დღეს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. მისი თქმით, ევროკავშირი დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას დააყენებს:
[შტაინმაიერის ხმა]: ”ზუსტი ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ირანის ოფიციალური განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ჯარისკაცები საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის რანგში გერმანია გაავრცელებს განცხადებას, რომლითაც ირანისგან მკაფიოდ მოვითხოვთ დაკავებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.” ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინაროტმა, ხავიერ სოლანამ, დღეს განაცხადა, რომ ბრიტანელ ჯარისკაცემს ”მხარდაჭერას და სოლიდარობას” აღმოუჩენს.
XS
SM
MD
LG