Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ისრაელს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა ისრაელს და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა,
პალესტინელების გაერთიანებულ მთავრობას "გარკვეული პოლიტიკური სივრცე” შეუქმნას, რათა მან ძალადობაზე უარის თქმისა და ისრაელის აღიარების მოთხოვნა შეასრულოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, იეჰუდ ოლმერტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მან დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო სამიტის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს, მაგრამ დამატა, რომ საჭიროა კიდევ მოლაპარაკება.
ოლმერტმა განაცხადა, რომ ის ამ შეხვედრაში უყოყმანოდ მიიღებს მონაწილებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც რეგიონში მოგზაურობს. ის ცალ-ცალკე ხვდება იორნადიის მეფეს აბდულას და პალესტინელთა პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს, სანამ ისრაელში დაბრუნდებოდეს და ოლმერტთან მოლაპარაკებას განაგრძობდეს. საერთაშორისო დიპლომატიური მცდელობა წინ უძღვის 28 მარტისთვის დანიშნულ არაბთა სამიტს საუდის არაბეთში. მოელიან, რომ იქ კვლავ წამოაყენებენ 2002 წლის წინადადებას, რომელიც ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ფართო მშვიდობისკენ მოწოდებას შეიცავს.
XS
SM
MD
LG