Accessibility links

გაეროს საგანგებო წარგზავნილი, მარტი აჰტისაარი


გაეროს საგანგებო წარგზავნილი, მარტი აჰტისაარი სერბიის სეპარატისტული ოლქის - კოსოვოს - კონტროლირებად

გაეროს საგანგებო წარგზავნილი, მარტი აჰტისაარი სერბიის სეპარატისტული ოლქის - კოსოვოს - კონტროლირებად
დამოუკიდებლობას უწევს რეკომენდაციას თავის ანგარიშში გაეროს უშიშროების საბჭოსადმი.
წინადადებას გაეროს გენრალური მდივანი ბან კი-მუნი მთლიანად უჭერს მხარს. აჰტისაარი თავის წინადადებაში წერს, რომ დამოუკიდებლობა ერთადერთი შესაძლებლობაა, ოლქის პოლიტიკური სტაბილურობისა და ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისათვის.
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ნაკოლას ბერნსმა ბრიუსელში განაცხადა, რომ ვაშინგტონი სრულად უჭერს მხარს გაეროს წარგზავნილის ამ წინადადებას.
სერბიამ გამოაცხადა, რომ წინადადების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას “კატეგორულად არ ეთანხმება”.
დღეს გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ უშიშროების საბჭო ამ თემაზე აპრილში იმსჯელებს.
XS
SM
MD
LG