Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კვლავ


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კვლავ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის მზად

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა კვლავ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის მზად
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში წევრობისთვის. "უკრაინა დღეს ჯერ არ არის მზად ნატოში შესასლელად. ქვეყნის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ იდეას, კვლავაც ძალზე მცირეა და მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. კავშირში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილება საერთო-სახალხო რეფერენდუმზე იქნება მიღებული," განაცხადა უკრაინის პრემიერმა ბრიუსელში, ევროპის კომისიის პრეზიდენტთან, ჟოზე მანუელ ბაროზუსთან შეხვედრის შემდეგ. თავის მხრივ, ბაროზუმ თქვა, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ახალი ხელშეკრულების ხელმოწერაა სააჭირო.
XS
SM
MD
LG