Accessibility links

logo-print

რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაეროს


რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაეროს სპეციალური დელეგაცია გაიგზავნოს კოსოვოში ვითარების შესასწავლად,

რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ გაეროს სპეციალური დელეგაცია გაიგზავნოს კოსოვოში ვითარების შესასწავლად,
ვიდრე განიხილებოდეს გაეროს გეგმა, რომელიც კოსოვოს საბოლოო დამოუკიდებლობას ითვალისწინებს. ამ შინაარსის წინადადებით სამშაბათს გამოვიდა გაეროში რუსეთის ელჩი ვიტალი ჩურკინი. ჩურკინის თქმით, ის ინტერესით მოელის კოსოვოს საკითხებში გაეროს წარმომადგენელ მარტი აჰტისაარისთან საუბარს კოსოვოს გეგმაზე: [ჩურკინის ხმა] “არ მინდა გავაკრიტიკო ბატონი აჰტისაარის წინადადება მის ზურგს უკან. ბატონ აჰტისაარისთან რუსეთს წარსულში ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ბოლო 18 თვის მანძილზე მხარდაჭერას ვუწევდით მის ძალისხმევას მოლაპარაკების პროცესში. ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები და მიხარია, რომ მათ განვიხილავთ მარტი აჰტისაარის თანდასწრებით, როცა ის უშიშროების საბჭოში მოვა”. გაეროში რუსეთის ელჩის ამ განცხადებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რას მოიმოქმედებს რუსეთი კოსოვოს საკითხზე გაეროს გეგმის შესახებ კენჭისყრის დროს.
XS
SM
MD
LG