Accessibility links

logo-print

მანილაში პოლიციას ჩაბარდა ორი მამაკაცი


მანილაში პოლიციას ჩაბარდა ორი მამაკაცი, რომელთაც 31 ბავშვი და 2 მასწავლებელი მძევლად ჰყავდათ აყვანილი.

მანილაში პოლიციას ჩაბარდა ორი მამაკაცი, რომელთაც 31 ბავშვი და 2 მასწავლებელი მძევლად ჰყავდათ აყვანილი.
ფილიპინების ტელევიზიამ აჩვენა, როგორ ჩავიდნენ გამტაცებლები ავტობუსიდან, რომელშიც მძევლები ჰყავდათ დაკავებული, პოლიციის წარმომადგენელთა თანხლებით და მათ ხელყუმბარა გადასცეს. ბავშვებისთვის, რომელთაგან ზოგი სულ 4 წლის იყო, არაფერი დაუშავებიათ. გამტაცებლების მიზანი იყო სკოლის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება. მძევლების აყვანით გამოწვეულმა კრიზისმა ფილიპინების დედაქალაქში 10 საათამდე გასტანა.
XS
SM
MD
LG