Accessibility links

logo-print

ირანის ტელევიზიამ აჩვენა პარასკევს დაკავებული


ირანის ტელევიზიამ აჩვენა პარასკევს დაკავებული 15 ბრიტანელის ამსახველი ვიდეო-კადრები.

ირანის ტელევიზიამ აჩვენა პარასკევს დაკავებული 15 ბრიტანელის ამსახველი ვიდეო-კადრები.
ერთ-ერთ ბრიტანელს, სამხედრო მოსამსახურე ქალ ფეი ტარნის შავი თავსაფარი უკეთია. ჩანაწერში, რომელიც ირანის სახელმწიფო არაბულენოვანმა ტელესადგურმა "ალ-ალამმა" აჩვენა, ბრიტანელი ქალი ამბობს, “რასაკვირველია, საზღვარი დავარღვიეთო”. ფეი ტარნი ირწმუნება აგრეთვე, რომ მას კარგად ექცევიან. "ალ-ალამმა" აჩვენა წერილი, რომლის დაწერის უფლებაც, ამ წყაროს ცნობით, ბრიტანელ ქალს მისცეს ოჯახისთვის გასაგზავნად. დღესვე, უფრო ადრე, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მარაგეტ ბეკეტმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეწყვიტა ირანთან ორმხრივი ურთიერთობა, ვიდრე ირანს არ გაუთავისუფლებია 15 ბრიტანელი - მეზღვაურები და საზღვაო ქვეითები.
XS
SM
MD
LG