Accessibility links

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფანტაზიის სფერო


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფანტაზიის სფერო უწოდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფანტაზიის სფერო უწოდა
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოდან რუსეთში საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების კონტრაბანდა ხორციელდებოდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამ ტიპის შეიარაღებას ნებისმიერი სახელმწიფო უმკაცრესად აკონტროლებს. თავის მხრივ, რუსეთის გენერალური პროკურატურა აღნიშნავს, რომ უახლოეს ხანში სასამართლოს გადაეცემა კონტრაბანდის საქმე, რომლის გამოც გასული წლის ბოლოს კრასნოდარის მხარეში 5 პირი დააკავეს.
XS
SM
MD
LG