Accessibility links

logo-print

ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა


ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით,

ბრიტანეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა თხოვნით,
გამოვიდეს მოწოდებით ირანში გასულ კვირაში დაკავებული 15 ბრიტანელი მეზღვაურის დაუყოვნებლივ გათავისუფლების თაობაზე. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე, ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მხრიდან ზეწოლის გაძლიერებამ შესაძლოა გათავისუფლების პროცესი შეაფერხოს. ირანის ეროვნული უშიშროების უზენაესი საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის თქმით, ასეთ შემთხვევაში ირანმა შესაძლოა სამართლებრივი ზომები მიიღოს. პარალელურად, ლონდონში ირანის საელჩომ უკვე მეორე წერილი გაავრცელა, რომელიც, საელჩოს მტკიცებით, დაკავებულთა შორის მყოფ ქალ მეზღვაურს ეკუთვნის, და რომელშიც გამოთქმულია მოწოდება ბრიტანეთის ჯარების ერაყიდან გაყვანის თაობაზე.
XS
SM
MD
LG