Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დილიდან მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში


დღეს დილიდან მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,

დღეს დილიდან მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,
ზვიად გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყო. დღეს მას პანაშვიდი გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, ილია მეორემ. დღესვე პანაშვიდზე მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი მეუღლე, სანდრა რულოვსი; პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და თბილისის მერი, გიგი უგულავა. პანაშვიდიდან გამოსულმა მიხეილ სააკაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: [მიხეილ სააკაშვილის ხმა]: ”საქართველო მაშინ იყო ძალიან გამოუცდელი სახელმწიფო. ჩვენ არ გვქონდა პოლიტიკური დამოუკიდებლობის არანაირი ზუსტი გამოცდილება, და ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმ დიდი განსაცდელისა, იმ დიდი ქარტეხილებისა, რომელიც გამოიარა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ. ამავე დროს, დღეს არის, რა თქმა უნდა, დაფიქრების, და განსჯის, მომენტი. დაფიქრებისა იმის თაობაზე, რომ საქართველოსთვის მთავარი არის ჩვენი ერთიანობა; ჩვენი იდენტურობა; ჩვენი ძალა არის ჩვენს ერთობაში. საქართველო პატივს მიაგებს მათ, ვინც იბრძოლა მისი დამოუკიდებლობისთვის”. ზვიად გამსახურდიას კვირას მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
XS
SM
MD
LG