Accessibility links

logo-print

ირანმა დღეს ბრიტანეთის მისამართით გამოთქვა


ირანმა დღეს ბრიტანეთის მისამართით გამოთქვა გაფრთხილება,

ირანმა დღეს ბრიტანეთის მისამართით გამოთქვა გაფრთხილება,
არ მოხდეს თეირანის მიერ დაკავებული 15 ბრიტანელი ჯარისკაცის საქმის ”პოლიტიზირება”. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მანუჩერ მოტაქიმ, განაცხადა, რომ ლონდონმა ”თავიდან უნდა აირიდოს მედიის აქტიურობა”, თუკი სურს, რომ ”საქმე კიდევ უფრო არ გართულდეს”. ამასთან, ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ამბობს რომ ბრიტანეთი კრიზისის განმუხტვისთვის ”კანონიერ და ლოგიკურ” გზას არ ადგას. დღესვე, უფრო ადრე, რუსეთში ირანის ელჩმა უარყო ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან განაცხადა, რომ ირანის მიერ დაკავებული 15 ბრიტანელი ჯარისკაცი შესაძლოა სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ღოლამ რეზა ანსარიმ ამ განცხადებით ირანის ოფიციალურ სააგენტო ”ირნას” მიმართა - ელჩი ამბობს, რომ მის სიტყვებს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს. პარალელურად, გერმანიაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მყოფმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგარეტ ბეკეტმა, განაცხადა, რომ ლონდონმა ირანის მიერ მეზღვაურების დაპატიმრებას დიპლომატიური პასუხი ოფიციალურად გასცა, და ორი მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს. მინისტრს მოლაპარაკების დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბრიტანეთი აცხადებს, რომ მეზღვაურები დაპატიმრების მომენტში, 23 მარტს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ. თეირანი კი თვლის, რომ ბრიტანელი მეზღვაურები ირანის სასაზღვრო წყლებში იყვნენ გადასული.
XS
SM
MD
LG