Accessibility links

logo-print

ერაყში შეიარაღებულმა პირებმა 19 სამოქალაქო


ერაყში შეიარაღებულმა პირებმა 19 სამოქალაქო პირი გაიტაცეს მათი მანქანების მოტყუებით გაჩერების შემდეგ.

ერაყში შეიარაღებულმა პირებმა 19 სამოქალაქო პირი გაიტაცეს მათი მანქანების მოტყუებით გაჩერების შემდეგ.
ერაყის პოლიციის ცნობით, ყველა მძევალი - ქალაქ ბაკუბასთან მდებარე სოფელ დიალას მოსახლე მამაკაცია. ამავე წყაროს ცნობით, შეიარაღებულ პირებს სამოქალაქო ტანისამოსი ეცვათ და ავტომატური იარაღით იყვნენ აღჭურვილი. ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულთან კი თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ ერაყის არმიის ბაზასთან მოწყობილმა ორმა აფეთქებამ ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 17 დაჭრა. ქალაქ ბასრაში ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს პატრულირებისას.
XS
SM
MD
LG