Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის განცხადებით, მას ირანთან პირდაპირი


ბრიტანეთის განცხადებით, მას ირანთან პირდაპირი ორმხრივი კავშირი აქვს დამყარებული

ბრიტანეთის განცხადებით, მას ირანთან პირდაპირი ორმხრივი კავშირი აქვს დამყარებული
15 დაკავებული ბრიტანელის გასათავისუფლებლად. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დეს ბრაუნმა დღეს უთხრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ტელევიზიას, ლონდონს სურს, რაც შეიძლება მალე, დიპლომატიის გზით მოაგვაროს ეს საკითხი. ირანმა 23 მარტს დააკავა 15 ბრიტანელი - მეზღვაურები და საზღვაო ქვეითები -რომლებიც ირანის თქმით, მის წყლებში იყვნენ შეჭრილი. მაშინ როცა ბრიტანეთი ირწმუნება, რომ მისი მეზღვაურები და საზღვაო ქვეითები ერაყის წყლებში ასრულებდნენ დავალებას.
XS
SM
MD
LG