Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, პატრულის თანამშრომლის ტყვიას ახალციხელი


დღეს, პატრულის თანამშრომლის ტყვიას ახალციხელი მოქალაქი სიცოცხლე შეეწირა.

დღეს, პატრულის თანამშრომლის ტყვიას ახალციხელი მოქალაქი სიცოცხლე შეეწირა.
თბილისიდან ახალციხეში მოტოციკლით მიმავალ მიხეილ კირაკოსიანს პატრულის თანამშრომელმა პაატა ჭაღიაშვილიმა, დაუმორჩილებლობის საბაბით ესროლა. კირაკოსიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უფლებამოსილების გადამეტებისა და განზრახ მკვლელობის მუხლით. ახალციხეში დამნაშავის დასჯას განსაკუთრებული სიმკაცრით ითხოვენ. უფრო დაწვრილებით ამ შემთხვევის შესახებ, ხვალ "რადიო თავისუფლების" ეთერში, მაია იველაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ.
XS
SM
MD
LG