Accessibility links

logo-print

ავღანეთის ჩრდილოაღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.


ავღანეთის ჩრდილოაღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ავღანეთის ჩრდილოაღმოსავლეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ეპიცენტრში, ბადაქშანის პროვინციაში, მიწისძვრა 6.2 ბალს გაუტოლდა. პროვინციის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირებულმა წყალდიდობამ და ზვავებმა ასობით სახლი დააზიანეს, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიკვდილი, და 30-ის დაშავება მოჰყვა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში წყალდიდობას და ზვავებს ავღანეთში, პაკისტანსა და ტაჯიკეთში დაახლოებით 150 ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG