Accessibility links

logo-print

სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ხუთმა ქვეყანამ გააფორმა


სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ხუთმა ქვეყანამ გააფორმა შეთანხმება

სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ხუთმა ქვეყანამ გააფორმა შეთანხმება
1,400 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენის შესახებ, რომლის ფასიც 2 მილიარდი ამერიკული დოლარიდან 3.5 მილიარდამდე მერყეობს. ნავთობსადენმა რუმინეთის შავი ზღვის პორტი კონსტანტა იტალიაში ტრიესტეს უნდა დაუკავშიროს. შეთანხმება ზაგრებში გაფორმეს რუმინეთის, სერბიის, ხორვატიის, სლოვენიის და იტალიის მაღალჩინოსნებმა. ანალიტიკოსების აზრით, ეს პროექტი ემსახურება ევროპის მიზანს, შეამციროს რუსეთზე და ახლო აღმოსავლეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება. ნავთობსადენი 2012 წელს უნდა დასრულდეს. ის იტალიას, და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, კასპიის ზღვის რეგიონის ნედლი ნავთობით მოამარაგებს, უწინარესად ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან. მარშრუტის გამოყენება ბუნებრივი აირის გადასატანადაც იქნება შესაძლებელი. ნავთობსადენის დიდი ნაწილი უკვე აგებულია.
XS
SM
MD
LG