Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, ქვეყანაში


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის

უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის
გადაჭრის მიზნით პრემიერ მინისტრთან, თავის პოლიტიკურ მეტოქესთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან, მოლაპარაკებას მართავს. პარლამენტის დათხოვნის, და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ იუშჩენკოს მიერ გაცემული ბრძანება დღეს ამოქმედდა. ბრძანებას ხელი იუშჩენკომ ორშაბათს მოაწერა - მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩის მომხრე დეპუტატები კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა. ხელახალი არჩევნები მომავალ თვეში, 27 მაისს უნდა გაიმართოს. უკრაინის პარლამენტი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს თხოვნით, განსაზღვროს პრეზიდენტის ბრძანების ლეგიტიმურობა.
ვიქტორ იანუკოვიჩმა პრეზიდენტის ბრძანებას ”საბედისწერო შეცდომა” უწოდა, და დეპუტატებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ამასთან, იანუკოვიჩი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვითაც დაიმუქრა: [იანუკოვიჩის ხმა]: ”ყველაფერს ვიღონებთ იმისთვის, რათა დავარწმუნოთ უკრაინის პრეზიდენტი, გააუქმოს თავისი ბრძანებულება. თუ ის ამას არ გააკეთებს, ასეთ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გარდაუვალი გახდება არა მარტო საპარლამენტო არჩევნები, არამედ საპრეზიდენტოც”. კიევში მასობრივი აქციების გამართვას გეგმავენ როგორც იანუკოვიჩის, ისე იუშჩენკოს მომხრეები.
XS
SM
MD
LG