Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი


ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი, სიხარულით შეხვდა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ტონი ბლერი, სიხარულით შეხვდა
იმ მეზღვაურების ბრიტანეთში დაბრუნებას, რომლებიც ირანში იყვნენ დაკავებული. ბლერმა ჟურნალისტებს ლონდონში განუცხადა, რომ მათი გათავისუფლება რაიმე შეთანმების, ან მოლაპარაკების, გზით არ მომხდარა. ბლერმა დასძინა, რომ თეირანთან განსხვავებული ურთიერთობა შესაძლებელია - თუკი ამის სურვილს თავად ირანი გამოავლენს: [ბლერის ხმა]: ”სიმართლეა ის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ირანის რეჟიმთან ახლებური, და საინტერესო ურთიერთობის ფორმები გაგვიჩნდა, და ჩვენი მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება ამ ურთიერთობის განვითარება”. 15 ბრიტანელი - 14 მამაკაცი, და ერთი ქალი - თეირანიდან ლონდონში დღეს შუადღისას ჩაფრინდნენ. მათ პატიმრობაში თითქმის ორი კვირა დაჰყვეს. მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი განცხადებით ოთხშაბათს გამოვიდა ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი. დიპლომატიურმა კრიზისმა საერთაშორისო დაძაბულობის ზრდა, და ნავთობზე ფასების მატება გამოიწვია. თეირანი ირწმუნებოდა, რომ ბრიტანელები დაკავების მომენტში ირანის წყლებში იმყოფებოდნენ უკანონოდ. ბრიტანეთი კი აცხადებდა, რომ მეზღვაურები ერაყის ტერიტორიულ წყლებში დააკავეს.
XS
SM
MD
LG