Accessibility links

logo-print

უკრაინაში მწვავდება პოლიტიკური კრიზისი.


უკრაინაში მწვავდება პოლიტიკური კრიზისი.

უკრაინაში მწვავდება პოლიტიკური კრიზისი.
პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, და მისი პოლიტიკური მეტოქე, ვიქტორ იანუკოვიჩი, უარს ამბობენ კომპრომისის დაშვებაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის შესახებ. ვიქტორ იუშჩენკო დღეს დაიმუქრა, რომ პირებს, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მისი ბრძანების სისრულეში მოყვანას ეწინააღმდეგებიან, კანონის წინაშე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსულმა იუშჩენკომ განაცხადა, რომ პარლამენტის დათხოვნის, და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების ირგვლივ ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევს უკან. [იუშჩენკოს ხმა]: ”უკრაინის კანონმდებლობა არავის აძლევს იმის უფლებას, რომ ამ ბრძანებას არ დაემორჩილოს. შეგიძლიათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოთ, მიიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭიროდ მიგაჩნიათ, და რომლებიც კანონის ფარგლებს არ სცილდება. მაგრამ მე კომპრომისის დაშვებას, და ამ ბრძანებისთვის წინააღმდეგობის გაწევას, არ დავუშვებ”.
ვიქტორ იუშჩენკომ ბრძანებას ხელი ორშაბათს მოაწერა - მას შემდეგ, რაც თავისი მეტოქე, პრემიერ მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი პრეზიდენტის მოკავშირეების უკანონოდ გადაბირებაში დაადანაშაულა. იანუკოვიჩი პარლამენტს და მთავრობას მოუწოდებს, არ დაემორჩილონ პრეზიდენტის ბრძანებას, და განაგრძონ მუშაობა მანამ, სანამ ბრძანების ლეგიტიმურობას საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს.
უკრაინის დედაქალაქში აქციები გრძელდება, დღევანდელ აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, და პარლამენტის დათხოვნა გააპროტესტა. პარლამენტის შენობის წინ ასობით პირმა წუხელ მესამე ღამე გაათენა.
XS
SM
MD
LG