Accessibility links

ბაღდადში რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის


ბაღდადში რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის კორესპონდენტი ქალი,

ბაღდადში რადიო თავისუფლების ერაყული სამსახურის კორესპონდენტი ქალი,
ხამაიელ ხალაფი, მკვდარი იპოვეს. ხალაფი ორი დღის განმავლობაში იყო დაკარგული. რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობა ხალაფმა 2004 წელს დაიწყო. ეს სამსახური ერაყში მაუწყებლობს პრაღიდან, რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების შტაბ-ბინიდან. რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, ჯეფ გედმინმა, ხალაფის ხსოვნას დღეს პატივი მიაგო. გედმინის თქმით, ხალაფი ”საკუთარი სიცოცხლის გარისკვის ფასად ერაყელი ხალხისთვის ახალი ამბების, და ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა”.
XS
SM
MD
LG