Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესები - აქტივები და პასივები


საქართველოს საბანკო სისტემა ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მომგებიანი სფერო ხდება. დღეისთვის საქართველოში მოქმედი 18 ბანკის აქტივების საერთო რაოდენობა 5 მილიარდ დოლარს უახლოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ბანკი გაუქმდა და ამჟამად კიდევ 16 ბანკის ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს, საბანკო სისტემა მაინც ინარჩუნებს სტაბილურობას. კერძოდ, რომელი ბანკების ლიკვიდაცია მიმდინარებს? როგორ აისახება ეს პროცესი მომხმარებელზე და რაშია საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილურობის საიდუმლო?

ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი სულ 18 ბანკის ლიკვიდაციის პროცესს აწარმოებს. აქედან 2 მსხვილი ბანკის ლიკვიდაცია, ფაქტობრივად, დასრულებულია. გაუქმების გზას დამდგარი საბანკო დაწესებულებების ვალდებულებების მოცულობა 89 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოცულობის თანხაა საჭირო ბანკების კლიენტების ანაბრებისა თუ სხვა საბანკო ვალდებულებების გასასტუმრებლად. ამ თანხის დიდი ნაწილის დაფარვა მოხდება აქტივებიდან, რომელიც სულ 59 მილიონ ლარს შეადგენს. დარჩენილი სხვაობა კი ბანკების ლიკვიდაციის ხანგრძლივი პროცესისას დაიფარება.

[რომან გოცირიძის ხმა] ”ჩვენ ისე დავხურეთ 2 ბანკი, რომ ეს არავის არ გაუგია...”

ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე. იგი ამ წარმატების მიზეზად ასახელებს რეგულირების სწორ პოლიტიკას, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. კომერციულ ბანკებზე სახელმწიფო ბანკის კონტროლის პოლიტიკას არ ეთანხმებიან ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევრები. ისინი ამტკიცებენ, რომ საბაზრო ურთიერთობები ყველაფერს დაარეგულირებს. საქართველოს მთავრობაში ამ პრინციპის მთავარი გამტარებელია სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, რომელიც არ ფარავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას რომან გოცირიძის ინიციატივის მიმართ საბანკო დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის შესახებ.

[ლადო პაპავას ხმა] ”საუბარი ეროვნული ბანკის...”



ეს გახლდათ ეკონომიკის ცნობილი ექსპერტი ლადო პაპავა. მისი აზრით, საბანკო სისტემაში ეროვნული ბანკის როლის შესუსტება მხოლოდ მაღალი საბანკო კულტურის მქონე საზოგადოებაშია შესაძლებელი.

საქართველოში კი ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკით მოხერხდა საბანკო დაწესებულებების მიმართ ყველასთვის ავად სახსენებელი კუპონის დროინდელი უნდობლობის დაძლევა და ახლა საბანკო ბიზნესი ბუმს განიცდის. რომან გოცირიძის კომენტარი:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ფული მიედინება იქ, სადაც არის ნდობა, სტაბილურობა...”

რომან გოცირიძის მიერ ნახსენები ინვესტიციის განხორციელებამდე კი საქართველოში მოქმედი ბანკების აქტივები ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა ”საქართველოს ბანკი” - 1,5 მილიარდი აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი", რომლის აქტივებმა 1 მლრდ დოლარს გადააჭარბა, შემდეგ მოდის "ვი-თი-ბი ბანკი ჯორჯია" და ასე შემდეგ. სულ კი საქართველოს ბანკების აქტივები 4,7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
XS
SM
MD
LG