Accessibility links

logo-print

მსოფლიოს გარშემო მილიონობით ქრისტიანი აღდგომის


მსოფლიოს გარშემო მილიონობით ქრისტიანი აღდგომის

მსოფლიოს გარშემო მილიონობით ქრისტიანი აღდგომის
დღესასწაულის აღნიშვნისთვის ემზადება. თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დღეს 10 საათზე დაიწყება, და დილამდე გასტანს. ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გაუძღვება. პარასკევს, იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეს, მსოფლიოს გარშემო საგანგებო მსახურებები გაიმართა. რომის პაპს, ბენედიქტე მეთექვსმეტეს ათასობით მორწმუნე შეუერთდა კოლიზეუმთან გამართულ რიტუალში. კვირას პაპი ტრადიციულ სააღდგომო კურთხევას - "Urbi et Orbi" - ”ქალაქსა და მსოფლიოს” - აღავლენს. რელიგიური რიტუალები იმართება იერუსალიმში, რუსეთში, ესპანეთში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, და სხვაგან. წელს ქრისტიანობის ორი მთავარი მიმდინარეობა - კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა - აღდგომას ერთსა და იმავე დღეს ზეიმობს. ასეთი რამ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება.
XS
SM
MD
LG