Accessibility links

logo-print

ლონდონში სასამართლოს წინაშე წარსდგა სამი


ლონდონში სასამართლოს წინაშე წარსდგა სამი ადამიანი.

ლონდონში სასამართლოს წინაშე წარსდგა სამი ადამიანი.
მათ ბრალად 2005 წლის ივლისის ტერაქტების მოწყობაში მონაწილეობა ედებათ. ლონდონის მეტროში და ავტობუსებში თვითმკვლელების მიერ განხორციელებული აფეთქებების შედეგად, მაშინ 52 ადამიანი დაიღუპა. სამივე ბრალდებული ბრიტანეთის მუსულმანური თემის წარმომადგენელია. ისინი 22 მარტს, პაკისტანში გაფრენის მცდელობისას დააკვეს. დღეს მას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. სასამართლოს შემდეგი სხდომა 20 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG