Accessibility links

ირანელი დიპლომატი, რომელიც ერაყში ტყვეობიდან


ირანელი დიპლომატი, რომელიც ერაყში ტყვეობიდან გათავისუფლდა,

ირანელი დიპლომატი, რომელიც ერაყში ტყვეობიდან გათავისუფლდა,
ამბობს, რომ გამტაცებლებმა აწამეს. დიპლომატის თქმით, იმ პირებს შორის, ვინც მას ტყვეობაში ამყოფებდნენ, შეერთებული შტატების ძალების წარმომადგენლებიც იყვნენ.
ჯალალ შარაფი ბაღდადში თებერვალში გაიტაცეს. ირანის ოფიციალურ სააგენტო ”ირნას” მისი სიტყვები მოჰყავს - რომ ის გაიტაცეს პირებმა, რომლებსაც ”ერაყის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტები ჰქონდათ, და ამერიკის ძალების მანქანებით მოძრაობდნენ”. შარაფი ყვება, რომ ის ბაღდადის აეროპორტთან ახლოს მდებარე ბაზაზე გადაიყვანეს, და დაკითხვას არაბულ და ინგლისურ ენებზე მოლაპარაკე გამომძიებლები უტარებდნენ. ჯალალ შარაფის თქმით, შეკითხვები, რომლებსაც მას უსვამდნენ, ძირითადად ერაყში ირანის ძალების ყოფნას და საქმიანობას ეხებოდა. დიპლომატი ამბობს, რომ ის ძლიერ აწამეს. შეერთებული შტატები ირანელი დიპლომატის დაკავების საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს. შარაფის გატაცება ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობის პერიოდს დაემთხვა, გასულ თვეში, ჩრდილოეთ ერაყში ხუთი ირანელის დაპატიმრების გამო.
XS
SM
MD
LG